კომპანიის მიზანს წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციური სამშენებლო პროექტების განხორციელება. SGS GROUP-ის მიერ შესრულებულ თითოეულ პროექტს ერთმანეთთან აერთიანებს დახვეწილი არქიტექტურა, სრულყოფილი შესრულება, გამორჩეული ექსტერიერი, თუ ინტერიერი და ხარისხი, რომელიც უდაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მახასიათებლებით და გამოცდილი, მაღალკვალიფიციური სამშენებლო ექსპერტებით დაკომპლექტებული გუნდით, SGS GROUP-მა მოიპოვა ლიდერი კომპანიის სახელი სამშენებლო ინდუსტრიაში.
სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია SGS GROUP-მა მოღვაწეობა საქართველოში 2012 წლიდან დაიწყო. კომპანია SGS GROUP წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია V.P.S GROUP-ის ნაწილს, რომელიც დაარსდა 80-იანი წლების ბოლოს, ამბიციური და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანების მიერ ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
SGS GROUP-მა საქართველოს ბაზარზე არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა, რომელთა შორის არის ელიტარული საცხოვრებელი სახლი «ჰილსაიდ რეზიდენსი» სოლოლაკში, ძველი თბილისი. აღნიშნული პროექტი უნიკალურია და წარმოადგენს ელიტარული ბინათმშენებლობის სამაგალითო ნიმუშს. ამასთანავე, SGS GROUP-ის პორტფელი მოიცავს სუპერმარკეტების ქსელი «ფრესკოს» რვა ობიექტს, რომელთაგანაც თითოეული გამოირჩევა განსხვავებული ექსტერიერით, რომელიც მათი მდებარეობიდან გამომდინარე მორგებულია არსებულ გარემოს და ჰარმონიულად ერწყმის მას.
დაარსებიდან დღემდე მოყოლებული კომპანია V.P.S GROUP-მა წარმატებით დაგეგმა და განახორციელა ათობით ურთულესი პროექტი. რამოდენიმე მათგანი შეგიძლიათ იხილოთ «დასრულებულ პროექტებში».
SGS GROUP-ი იღებს ახალ გამოწვევებს და დღეს აქტიურად მუშაობს არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე, მათ შორის არის «VILLA FRESCO» მშენებლობა. პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ «მიმდინარე პრექტებში».
დეველოპერული კომპანია.